გაერო იორდანიას სირიელი ლტოლვილებისთვის საზღვრის გახსნას თხოვს. როგორც გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში 320 ათას სირიელს მოუხდა სახლის მიტოვება. მათგან 60 ათასი იორდანიის საზღვართან გახსნილ ბანაკში ცხოვრობს.
მისივე თქმით, ეს ტერიტორიაც აღარ არის უსაფრთხო, რადგან სირიის არმია მეამბოხეებზე შეტევებს განაგრძობს.
იორდანიის ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს სირიელებისთვის საზღვრის გახსნაზე. ამანში აცხადებენ, რომ მზად არიან იძულებით გადაადგილებულ პირებს ჰუმანიტარული დახმარება სირიის ტერიტორიაზე გადასცენ.
დამკვირვებლების მონაცემებით, დარაას პროვინციაში დღეს ავიადარტყმები და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები განახლდა.
ავია იერიშებში რუსული ავიაციაც მონაწილეობდა.