მონტენეგროში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ინფორმაციას „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.
რამდენიმე რეგიონში წყალდიდობის და მეწყერის გამო ჩახერგილია გზები, ასობით სახლი კი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
მონტენეგროს ხელისუფლების განცხადებით, დედაქალაქ პოდგორიცასა და ჩრდილოეთ რეგიონების დამაკავშირებელი მაგისტრალი ჩაკეტილია.