გადაუღებელმა წვიმამ მონტენეგროში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია

19:14, 06.11.2019

მონტენეგროში გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ინფორმაციას „ასოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

რამდენიმე რეგიონში წყალდიდობის და მეწყერის გამო ჩახერგილია გზები, ასობით სახლი კი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

მონტენეგროს ხელისუფლების განცხადებით, დედაქალაქ პოდგორიცასა და ჩრდილოეთ რეგიონების დამაკავშირებელი მაგისტრალი ჩაკეტილია.

მსგავსი