გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სამწუხარო დღეა საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის, კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სამწუხარო დღეა საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის, კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში წერს.

ლანდსბერგისი პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.

„ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს სარგებელს არავის არ მოუტანს, თითქმის არავის“, – წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.