გაბრიელიუს ლანდსბერგისი – სალომე ზურაბიშვილის ვეტო აჩვენებს შტორმიდან გამოსავალს, საქართველოს შეუძლია, უარი თქვას კანონზე და აირჩიოს ევროპა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა.
ლანდსბერგისი წერს, რომ საქართველოს შეუძლია, უარი თქვას კანონზე და აირჩიოს ევროპა.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო აჩვენებს შტორმიდან გამოსავალს. საქართველოს შეუძლია, უარი თქვას კანონზე და აირჩიოს ევროპა“, – წერს ლანდსბერგისი.
President @Zourabichvili_S veto shows the way out of the storm. Georgia can reject this law and choose Europe. 🇬🇪🇪🇺 pic.twitter.com/AIrJtMtvIz
— Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) May 18, 2024