გაბრიელიუს ლანდსბერგისი - უკრაინელ მეგობრებთან დისკუსიის დროს აღმოვაჩინეთ, რომ გარკვეული აღჭურვილობა, რომელიც შარშან იყო დაპირებული, მხოლოდ 2027 წელს მიეწოდებათ
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - უკრაინელ მეგობრებთან დისკუსიის დროს აღმოვაჩინეთ, რომ გარკვეული აღჭურვილობა, რომელიც შარშან იყო დაპირებული, მხოლოდ 2027 წელს მიეწოდებათ

უკრაინელ მეგობრებთან დისკუსიის დროს აღმოვაჩინეთ, რომ გარკვეული აღჭურვილობა, რომელიც შარშან იყო დაპირებული, მხოლოდ 2027 წელს მიეწოდებათ, მიუხედავად იმისა, რომ გათვლები და დაპირებები იყო 2023 წელს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

ლანდსბერგისის თქმით, უკრაინელები თუ არ მიიღებენ იმ დახმარებას, რისი დაპირებაც მიიღეს, ეს პუტინისთვის ღია კარი იქნება ომის გასაგრძელებლად.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს ხუმრობასავით ჟღერს, ჩვენ უფრო მეტად ვიცავთ რუსულ ცას. რუსეთის თვითმფრინავები უკეთესადაა დაცული დასავლეთის გარანტიებით, ვიდრე – უკრაინელები. საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა, ვართ თუ არა ამ პრობლემის ნაწილი? ჯერჯერობით ვაშინგტონში დაპირებული „პეტრიოტის“ სისტემები უკრაინას არ მიუღია, ივნისის შემდეგ სამხედრო აღჭურვილობის ახალი პაკეტი არ მიუღიათ, აღმოსავლეთ ფლანგი დარდობს, რადგან ყველა ვხედავთ, რომ უკრაინელები თუ არ მიიღებენ დახმარებას, რა დაპირებაც მიიღეს, ეს არის პუტინისთვის ღია კარი, რომ ომი გააგრძელოს.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ კონკრეტული კითხვების დასმა, როდესაც დაპირებები გაიცემა, რადგან გამოდის, რომ როდესაც იცი, X ქვეყანა გპირდება Y აღჭურვილობას, აღმოჩნდება, რომ Y აღჭურვილობა უვარგისია, გამოუსადეგარია, მას შეკეთება სჭირდება, მიწოდებას დიდი დრო დასჭირდება. მაგალითად, უკრაინელ მეგობრებთან დისკუსიის დროს აღმოვაჩინეთ, რომ გარკვეული აღჭურვილობა, რომელიც შარშან იყო დაპირებული, მხოლოდ 2027 წელს მიეწოდებათ, მიუხედავად იმისა, რომ გათვლები და დაპირებები, განცხადებები და სათაურები 2023 წელს იყო.

მოგეხსენებათ, პუტინს სანდო მეგობრები ჰყავს. იცით, ჩრდილოეთ კორეელებს, ირანელებს შეუძლიათ, კვლავ განაგრძონ იმის მიწოდება, რასაც რუსეთს დაჰპირდნენ. ასე რომ, ეს არის განსხვავება. ჩვენ, ზოგიერთ შემთხვევაში, ვქმნით ნარატივებს, კარგ ისტორიებს ჩვენი მოქალაქეებისთვის. იცით, რომ სიკეთისთვის მებრძოლები ვართ, მაგრამ რაც შეეხება მიწოდებას, ეს ამბავი ზოგჯერ ძალიან განსხვავებულია. არის კიდევ ერთი გზავნილი, რომ, საერთო ჯამში, ევროპა მზად არის წაგებისთვის. ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ის ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, არ მიაწოდონ უკრაინას, რასაც დაჰპირდნენ, ემზადებიან ომის შემდეგი ეტაპისთვის, რადგან ეს აუცილებლად მოხდება. სხვა გზა ამ შემთხვევაში არ არის“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.