გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც მამაკაცი დაჭრეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სადაც მამაკაცი დაჭრეს, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
50 წლამდე მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი ცოტა ხნის წინ დაჭრეს.