„ფრონტექსის“ ინფორმაციით, 19 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე პერიოდში ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც გასულ კვირებთან შედარებით, 30 პროცენტით მეტია
ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ინფორმაციით, გასულ კვირას, 19 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე პერიოდში, ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც გასულ კვირებთან შედარებით, 30 პროცენტით მეტია.
სააგენტოს ცნობით, რუსების უმეტესობა ევროპაში ფინეთისა და ესტონეთის საზღვრის გავლით შედის.
როგორც სააგენტო წერს, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საზღვრის კვეთის ფაქტები საგრძნობლად გაიზარდა ფინეთში. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე შევიდა.
„ფრონტექსის“ ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ევროპაში სახმელეთო საზღვრებით რუსეთის 1 303 000 მოქალაქე შევიდა. ამავდროულად, ევროკავშირთან სახმელეთო საზღვრით, რუსეთში 1 273 000 მოქალაქე დაბრუნდა.