ფრიდონ ინჯია ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებას, თუ რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება, თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ, შანტაჟს უწოდებს
ოპოზიციონერი დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას მოსაზრებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება, რომ თუ მმართველი გუნდი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, თავად თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ, არის შანტაჟი.
როგორც ჟურნალისტებს ინჯიამ განუცხადა, ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადება არ მოხდება.
„შეიძლება ვიღაცამ ბოიკოტი გამოუცხადოს, მაგალითად რომელიღაცა სოფელმა და იმ პარტიამ, ვისაც 0,5 პროცენტი აქვს. ვნახოთ, ყველაფერს დრო აჩვენებს, მაგრამ ეს არის შანტაჟი სხვადასხვა მეთოდებით. თვითმმართველობის არჩევნები როდის იქნება, ჯერ გამოცხადებული არ არის და ვნახავთ, ვინ დარეგისტრირდება. ვფიქრობ, რომ ბევრი პარტია მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. თუ არ მიიღებენ, ისინი უახლოეს წლებში საერთოდ გაქრებიან“, – განაცხადა ინჯიამ.