ფრიდონ ინჯია - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პლენარულ სხდომაზე თუ გავა, ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს, პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია
ფრიდონ ინჯია - პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პლენარულ სხდომაზე თუ გავა, ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს, პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია

საკონსტიტუციო სასამართლომ თუ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია და საკითხი პლენარულ სხდომაზე თუ გავა, ჩვენი გუნდი იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა აღიარა, რომ კონსტიტუცია დაარღვია.

„პრეზიდენტმა თვითონ აღიარა, რომ დაარღვია კონსტიტუცია. ასე რომ, აქ ახალი არაფერია და, ვფიქრობ, გადაწყვეტილება იქნება ცალსახა. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ჩვენი გუნდიდან ოთხივე დაუჭერს იმპიჩმენტს მხარს, შეგიძლიათ, ჩათვალოთ და მიამატოთ. თუ დადგინდება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, იმისთვის, რომ საქართველოს დღევანდელმა პრეზიდენტმა საზოგადოებაში რაღაც ადგილი დაიკავოს, ის თვითონ უნდა გადადგეს. საქმე კენჭისყრამდე არ უნდა მივიდეს. მაშინ, შეიძლება, საზოგადოებაში გარკვეულწილად თავისი ადგილი დაიკავოს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.