ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ სახალხო დამცველად ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის, ფრიდონ ინჯიას განაცხადებით, სახალხო დამცველობის კანდიდატებიდან ლევან იოსელიანის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
მისივე თქმით, „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, ეყოლება თუ არა თავად კანდიდატი.
„საქართველოს სახალხო დამცველი არ სჭირდება, თუ კანონის უზენაესობა იქნება. ვინაიდან სახალხო დამცველის არჩევას კონსტიტუცია ითვალისწინებს, უნდა ავირჩიოთ. ჯერ ჩვენი კანდიდატი არ გვყავს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ლევან იოსელიანს სახალხო დამცველობა სურს, კოლეგიალობიდან გამომდინარე და მის მიმართ ჩემი სიმპათიით, მას მხარს დავუჭერ. ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.