ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - რუსეთმა ძალის გამოყენებით საზღვრის გადახედვა პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია
რუსეთმა საზღვრის ძალის გამოყენებით გადახედვა პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია, – ეს განცხადება გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფრენეციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
„საერთაშორისო წესრიგმა, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ შეიქმნა, წარმოშვა იმედი და სტაბილურობა. ძალიან მინდა ვთქვა, რომ როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ისტორიიდან, თუმცა სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვხედვათ კვლავ დესტრუქციულ ქმდებებს საერთაშორისო პოლიტიკაში. წლები გადის და ჩვენ ვშორდებით საერთაშორისო მშვიდობას. რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. მეტიც, მან საზღვრების ძალებით გადახედვა პოლიტიკურ ინსტრუმენტად აქცია. ამის შედეგებია არაპროგნოზირებადობა და ნდობის დაკარგვა“, – განაცხადა შტაინმაიერმა.