ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის კანცლერად ანგელა მერკელის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს
გერმანიაში კანცლერის არჩევნები 14 მარტს გაიმართება.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, ის ამ პოსტზე მოქმედი კანცლერის, ანგელა მერკელის წარდგენას გეგმავს.
კვირას ცნობილი გახდა, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია კოალიციურ მთავრობას შეურთდება.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანგელა მერკელი სოციალ-დემოკრატებთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, გერმანიის მთავრობას ჩამოაყალიბებს.
შტაინმაიერის განცხადებით, ის ბუნდესტაგს ანგელა მერკელის კანდიდატურას დღეს წარუდგენს.