ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის კანცლერად ანგელა მერკელის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის კანცლერად ანგელა მერკელის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს

გერმანიაში კანცლერის არჩევნები 14 მარტს გაიმართება.

როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, ის ამ პოსტზე მოქმედი კანცლერის, ანგელა მერკელის წარდგენას გეგმავს.

კვირას ცნობილი გახდა, რომ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია კოალიციურ მთავრობას შეურთდება.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ანგელა მერკელი სოციალ-დემოკრატებთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, გერმანიის მთავრობას ჩამოაყალიბებს.

შტაინმაიერის განცხადებით, ის ბუნდესტაგს ანგელა მერკელის კანდიდატურას დღეს წარუდგენს.