ფოთში სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს გეგმური ტესტირებისას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის კორონავირუსზე კვლევის შედეგები ცნობილია. 20 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 12-ის პასუხებს კი, ელოდებიან.
სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების აღნიშნული კვლევა გეგმური იყო და პრევენციული მიზნით განხორციელდა.
„20-ის კვლევის შედეგი უკვე ცნობილია და ყველა უარყოფითია. „პისიარ“ ტექნოლოგიით კვლევისთვის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. აღნიშნული კვლევა უკვე მეორედ ხორციელდება და გეგმის მიხედვით, 14 დღეში ერთხელ ტარდება“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.