ფოთში სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ნაწილს გეგმური ტესტირებისას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

23:31, 15.05.2020

ფოთში საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის კორონავირუსზე კვლევის შედეგები ცნობილია. 20 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 12-ის პასუხებს კი, ელოდებიან.

სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლების აღნიშნული კვლევა გეგმური იყო და პრევენციული მიზნით განხორციელდა.

„20-ის კვლევის შედეგი უკვე ცნობილია და ყველა უარყოფითია. „პისიარ“ ტექნოლოგიით კვლევისთვის ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა. აღნიშნული კვლევა უკვე მეორედ ხორციელდება და გეგმის მიხედვით, 14 დღეში ერთხელ ტარდება“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.

მსგავსი