ფოთში, პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახი იწვის. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგანაც დასახლებულ პუნქტსა და ტერიტორიას, სადაც ხანძარია, არხები ჰყოფს.
„ხანძარი აქ ყოველწლიურადაა. სავარაუდოდ ადგილობრივები ბალახს წვავენ, რათა მიწა განოყიერდეს. მობილიზებულია სახანძროც. პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ფოთის ვიცე-მერმა, მამუკა პაპასკირმა.