ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო, რომლის შედეგად ერთი ბინა სრულად, ერთი კი ნაწილობრივ დაიწვა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაზის გამათბობელი იყო.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
მერიის ინფორმაციით, მოხდება დაზარალებული ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება.
„მერიაში ფუნქციონირებს ხანძრით დაზარალებულთა დახმარების პროგრამა. ამ შემთხვევაშიც, მერია გაუწევს სათანადო დახმარებას დაზარალებულ ოჯახებს“, – განაცხადა მერის წარმომადგენელმა ნათია გუჯაბიძემ.