ფოთში კორონავირუსზე 175 პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან
ფოთში კორონავირუსზე 175 პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ფოთში კორონავირუსზე 175 პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში კვლევისთვის უკვე გაიგზავნა.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„175 ნიმუშიდან 115 არის გეგმური, თვითიზოლაციიდან 13 ნიმუში, ინფიცირებულების კონტაქტებიდან კი 47 ბიოლოგიური მასალაა გაგზავნილი. ამ დროისათვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 პირი. ისინი კონტროლდებიან და ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.