ფოთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. მისი თქმით, კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
„შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა ჯერ დასრულებული არ არის“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 16 285 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 214 პაციენტი და საერთო რაოდენობა 7 827-ს შეადგენს. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 128-ს შეადგენს.