ფოთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ფოთში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორ ნანა მხეიძის განცხადებით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. მისი თქმით, კონტაქტების დადგენის მიზნით, ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
„შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან საბოლოო კვლევა ჯერ დასრულებული არ არის“, – აცხადებენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.