ფოთში გამოკვლეულ 13 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთში გამოკვლეულ 13 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 13 პირის კვლევის შედეგი ცნობილია.

არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

„ფოთში 13 პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი პირველადი ჯანდაცვის სფეროს, პოლიკლინიკების წარმომადგენლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. საბედნიეროდ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია“,- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.