ფოთში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე 4-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.
სრულად დაიწვა მე-4 და მე-3 სართულზე მდებარე ბინები. მიმდებარე სახლებიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ოთხი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ავტომანქანა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადებიც.
„ხანძრის მიზეზები ჯერ უცნობია. დაზიანებულია სახურავი, შევეცდებით, უმოკლეს დროში შევაკეთოთ. ხვალიდან წვიმებია გამოცხადებული და დროებით გადახურვას დილიდანვე დავიწყებთ. დაზარალებულია ოთხი ოჯახი, რომლებსაც შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დახმარებას გავუწევთ. ჩვენ ასევე გვაქვს პროგრამა და ამ ოჯახებს დროებით საცხოვრებელში, ქირით გადავიყვანთ. ახლა ვარკვევთ, ვის სჭირდება ოპერატიული დახმარება“, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.