ფოტოები კატასტროფის ადგილიდან - იტალიაში ხიდის ჩამონგრევისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში ხიდის ჩანგრევის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა. დაშავდა ათობით ადამიანი. გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანია. ინციდენტი დილის საათებში მოხდა.
ხიდის 200 მეტრიანი მონაკვეთი მოულოდნელად ჩაინგრა და ბეტონის მასა მის ქვემოთ მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს დაეცა. ჩანგრევის შედეგად ხიდიდან ავტომობილები გადაცვივდა.
ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.1960 წელს აგებულ ხიდს რეკონსტრუქცია 2016 წელს ჩაუტარდა. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, ხიდზე სარემონტო სამუშაოები ხშირად მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზად სწორედ საინჟინრო კონსტრუქციის არამდგრადობა სახელდება.
როგორც პირველ არხს იტალიაში საქართველოს დესპანმა დავით ბაზერაშვილმა განუცხადა, ხიდის ჩანგრევასთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოსთვის არავის მიუმართავს. როგორც დავით ბაზერაშვილმა აღნიშნა, საქართველოს საელჩომ უკვე მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.