ევროპაში ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუსს მიაღწევს. ბოლოს ასეთი მაღალი ტემპერატურა 1977 წელს საბერძნეთში დაფიქსირდა.
ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს, დღის მონაკვეთში ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ და რაც შეიძლება, მეტი სითხე მიიღონ.
კომპანია Meteoalarm-მა უკვე გამოაცხადა განგაშის წითელი დონე. ანალოგიური გაფრთხილება გამოსცეს იტალიაშიც.