ევროპაში ანომალიური სიცხე ფიქსირდება
ევროპაში ანომალიური სიცხე ფიქსირდება

ევროპაში ანომალიურ სიცხეს ებრძვიან. ბელგიაში სიცხის გამო განგაშის წითელი დონე გამოცხადდა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში 40 გრადუსი დაფიქსირდა. ეს 1831 წლის შემდეგ ბელგიაში დაფიქსირებული ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურაა.

ანალოგიური მდგომარეობაა ლუქსემბურგში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში. საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში დღეს 40 გრადუსი დაფიქსირდა, ხვალ კი, 42 გრადუსს ვარაუდობენ.

ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ და მზის აქტიურ მონაკვეთში სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.