1-4 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს
1-4 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება: დაბლობსა და ბარში 33-38, მთაში 31-36, სანაპირო რაიონებში კი 30-35 გრადუსამდე.

1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

დატოვე კომენტარი