ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსის დიაგნოზით 40 პაციენტი მკურნალობს
ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსის დიაგნოზით 40 პაციენტი მკურნალობს

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეპიდკვლევა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

„ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 3 696 პაციენტი, გარდაცვლილია 29, აქტიური პაციენტია 231, მათ შორის სტაციონარშია 47, ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობს 40 ინფიცირებული, კარანტინშია სამი, ბინაზე 178, თვითიზოლაციაზე კი 169. ტესტირება ჩაუტარდა 135 პირს, მათგან 51 გეგმური, დანარჩენი 84 კი სიმპტომური პაციენტია“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

საქართველოში კორონავირუსის 723 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 932 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ამასთან, საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 321 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 121 , ქვემო ქართლში – 27, შიდა ქართლში – 52, გურიაში – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 16, სამცხე-ჯავახეთში -23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთი.