ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეპიდკვლევა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე კვლევა 20 ადამიანს ჩაუტარდა.
„ამ პერიოდისთვის გამოჯანმრთელებულია 4 200 პაციენტი, გარდაცვლილია 37, აქტიური პაციენტია 53, მათ შორის სტაციონარშია 25, ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობს 25 ინფიცირებული, კარანტინშია სამი, ბინაზე 25, თვითიზოლაციაზე კი 56“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 276, გარდაიცვალა 12 პაციენტი.