საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 276 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 276 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 276 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 10 678 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 456, პისიარტესტით – 5 222.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,25 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,65 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,25 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 271 872 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 266 081 გამოჯანმრთელდა, 3 553 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 316, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 426 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 150 პირი.

ამასთან, 3 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 119 პაციენტი.