ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსის დიაგნოზით 25 პაციენტი მკურნალობს

13:08, 04.03.2021

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეპიდკვლევა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსზე კვლევა 20 ადამიანს ჩაუტარდა.

„ამ პერიოდისთვის გამოჯანმრთელებულია 4 200 პაციენტი, გარდაცვლილია 37, აქტიური პაციენტია 53, მათ შორის სტაციონარშია 25, ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობს 25 ინფიცირებული, კარანტინშია სამი, ბინაზე 25, თვითიზოლაციაზე კი 56“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.

საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 276, გარდაიცვალა 12 პაციენტი.

მსგავსი