გამოცემა „ფორბსმა“ შეადგინა კრიპტოვალუტის მფლობელი ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგი, რომელშიც პირველ ადგილს მეწარმე და სერვის Ripple-ის ხელმძღვანელი კრის ლარსენი იკავებს.
გამოცემა „ფორბსის“ მონაცემებით, ის დაახლოებით 7,5-8 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას ფლობს.
რეიტინგში მეორე ადგილს კრიპტოვალუტა Ethereum-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ჯოზეფ ლაბინი იკავებს, ის 1-დან 5 მილიარდ დოლარის ექვივალენტური ღირებულების კრიპტოვალუტას ფლობს.
მესამე ადგილზეა კრიპტავალუტის ბირჟის დამფუძნებელი ჩანპენ ჩჟაო, რომლის ქონება 1,1 -2 მილიარდ დოლარს შეადგენს.
„ფორბსის“ მონაცემებით, სიაში მოხვდა ასევე Ethereum-ის თანადამფუძნებელი ვიტალი ბუტერინი. მას ნახევარ მილიარდ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გააჩნია.
რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ კრიპტოვალუტით გამომუშავებული ქონების შეფასებისას გათვალისწინებულია ელექტრონული ფულით განხორციელებული ოპერაციების არაგამჭვირვალობა და ღირებულების მკვეთრი ცვალებადობა.