ავტორიტეტულმა ჟურნალმა, Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი საფეხბურთო კლუბები დაასახელა და პირველი ადგილი მადრიდის „რეალს“ მიანიჭა.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, „სამეფო კლუბის“ ღირებულება 6,07 მილიარდი დოლარია. მეორე ადგილზეა „მანჩესტერ იუნაიტედი“ (6 მილიარდი), მესამე უმდიდრესი კლუბი კი „ბარსელონაა“ (5,51 მილიარდი).
4 – „ლივერპული“ (5,29 მილიარდი)
5 – „მანჩესტერ სიტი“ (4,99 მილიარდი)
6 – „ბაიერნი“ (4,86 მილიარდი)
7 – პსჟ (4,21 მილიარდი)
8 – „ჩელსი“ (3,1 მილიარდი)
9 – „ტოტენჰემი“ (2,8 მილიარდი)
10 – „არსენალი“ (2.26 მილიარდი)
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ათი უმდიდრესი საფეხბურთო კლუბიდან ექვსი ინგლისურია.
ავტორი -
ალექსანდრე ქურხული