Forbes - ვინ არის თბილისის ახალი პირველი ლედი
Forbes - ვინ არის თბილისის ახალი პირველი ლედი

„ვინ არის თბილისის ახალი პირველი ლედი“, – ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Forbes ანუკი არეშიძესთან ჩაწერილ ინტერვიუს.

დიზაინერ ანუკი არეშიძესთან ინტერვიუს სტეფან რაბიმოვმა ჩაწერა, რომელიც დაინტერესდა თბილისის პირველი ლედის ცხოვრებით, შემოქმედებით პროცესითა და მიზნებით.

„პირველ რიგში, დედა ვარ, შემდეგ მეუღლე და ამის შემდეგ დიზაინერი. ახლა ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ეს ბევრ ცვლილებას მოიტანს. ჩემი მეუღლე ოცნების ასრულებაში დამეხმარა.  ახლა მინდა, ძალიან აქტიური ვიყო ამ ახალ ამპლუაში.  ეს მხოლოდ ჩემთვის არ არის, არამედ სხვა ქალებისა და ბავშვებისთვის. ახლა შანსი მაქვს, მათთვის კარგი საქმე გავაკეთო“, –  განუცხადა ანუკი არეშეძემ ჟურნალისტს.

არეშის თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც საკმარისი საკვები არ აქვთ. მათ არ აინტერესებთ დიდი მოდა ან დიდი პოლიტიკა. მათ უბრალოდ სურთ, რომ მაგიდაზე საჭმელი ჰქონდეთ.

როგორც ქართველი დიზაინერი ამბობს , თავს დამნაშავედ გრძნობს , თუ მხოლოდ საკუთარ თავსა და ნამუშევრებზე კონცენტრირდება.

ამბობს, რომ ყოველკვირეულად სხვადასხვა ნივთებს ქუჩის ბაზრობებზე ყიდულობს, სადაც მას ხალხი ცნობს.

„ვგრძნობ მათთგან სითბოს. ეს ძალიან მნიშვენლოვანია ჩემთვის – მათი მხარდაჭერა. ეს მაძლევს ენერგიას , რომ ვაკეთო უფრო დიდი საქმე. იცით მოდელი ნატალია ვადიანოვა? ის ახლა ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა , მისი შენანიშნავი საქველმოქმედო საქმიანობით“, – აცხადებს ანუკი არეშიძე.

არეშიძე ამბობს, რომ საქართველოში დიზაინერობა ძალიან სარისკოა, რადგან ქვეყანაში არ არის ქარხნები, სადაც მაღალი ხარსიხის ქსოვილებს ამზადებენ, ამიტომ ქსოვილების ყიდვა საზღვარგარეთ უწევს.

თბილისი მერის მეუღლეს შეკითხვა ქართველების სტილზეც დაუსვეს.

„ქართველებს აქვთ საყვარელი ფერი – შავი. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გემოვნება და ძალიან ქარიზმატული სტილის შეგრძნება. ყოველთვის, ნებისმიერ ქალაქში, სკვერსა თუ აეროპორტში შემიძლია ქართველების გამორჩევა“, – ამბობს ანუკი არეშიძე.

ინტერვიუს ბოლოს ანუკი არეშიძე ამბობს, რომ არასდროსაა კმაყოფილი საკუთარი თავით.

„არ ვიცი რატომ , მაგრამ არასდროს ვარ კმაყოფილი ჩემი თავით. ყოველთვის, ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს, “შემეძლო უკეთ გამეკეთებინა?” ახლა ვიტირებ… ბოდიში, უბრალოდ დაღლილი ვარ. ყოველთვის ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს და ვამბობ : “ანუკი, შენ მეტი შეგიძლია”, – ამბობს ანუკი არეშიძე „ფორბსთან“ ინტერვიუში.