ფონიჭალაში მანქანის შეჯახების შედეგად ფეხით მოსიარულე დაიღუპა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ასაკოვან ქალს შეეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.