ფონიჭალაში მანქანის დაჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი
ფონიჭალაში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. არიან დაშავებულებიც.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.