ფონიჭალაში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი
ფონიჭალაში ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი.
მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ავტოავარიის შედეგად დაშავდა შვიდი ადამიანი.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.