ფლორიდის შტატში, ბანკზე შეიარაღებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
ფლორიდის შტატში, ერთ-ერთ ბანკში ცეცხლი გახსნეს. მოკლულია ხუთი ადამიანი.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ საბრინგში მოხდა.
როგორც პოლიციაში ამბობენ, თავდამსხმელი 21 წლის ახალგაზრდა სამართალდამცავებს ჩაბარდა. მისი ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია.
დანაშაულის მოტივი კი ჯერ უცნობია. მიმდინარეობს მოკლულთა იდენტიფიცირებაც.