ფლორიდაში სტუდენტებმა იარაღზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვეს
ფლორიდაში სტუდენტებმა იარაღზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვეს

ფლორიდაში სტუდენტებმა იარაღზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვეს. საპროტესტო აქციაში ის ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც ფლორიდის სკოლაზე თავდასხმას გადაურჩნენ. “სირცხვილია” – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

ასოშიეთედ პრესის” ცნობით, აქციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა. ახალგაზრდებმა აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკოსები “მსროლელთა ეროვნული ასოციაციისგან” შემოწირულობის მიღების გამო მკაცრად გააკრიტიკეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, მხოლოდ 2016 წლის არჩევნების დროს დონალდ ტრამპის შტაბმა აღნიშნული ასოციაციისგან 11 მილიონი დოლარი მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს Twitter-ით გამოეხმაურა და იარაღზე კონტროლის გამკაცრების შესახებ კანონის მიღების გაჭიანურებაში დემოკრატები დაადანაშაულა.

პარკლენდის სკოლაში სროლას 17 სტუდენტი ემსხვერპლა. დამნაშავე 19 წლის ნიკოლას კრუზი თავდასხმის მოწყობას აღიარებს. ფედერალურ საგამოძიებო ბიუროში განაცხადეს, რომ ფლორიდაში შესაძლო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ, თუმცა მას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. ამის გამო ფლორიდის შტატის გუბერნატორმა რიკ სკოტმა ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორის გადადგომა მოითხოვა.