ფლორიდაში, 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის ადგილას კიდევ სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს
ფლორიდაში, 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის ადგილას კიდევ სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს

ფლორიდაში, 12-სართულიანი შენობის ჩამონგრევის ადგილას კიდევ სამი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

ამგვარად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. ამ დრომე დაკარგულად ითვლება 118 ადამიანი.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ცხედრები მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ადგლზე სამძებრო ოპერაცია განახლდა. მანამდე მაშველებმა სამძებრო სამუშაოები დროებით შეაჩერეს, რა დროსაც კომპლექსის დარჩენილი სექციები კონტროლირებადი აფეთქების შედეგად ჩამოშალეს.

ფლორიდაში, მაიამის მახლობლად მდებარე 12-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 24 ივნისს ნაწილობრივ ჩამოინგრა. ჯერ უცნობია, რა გახდა შენობის ჩამონგრევის მიზეზი. ცნობილია, რომ 2018 წელს საინჟინრო კომპანიის მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობის სტრუქტურულ ხარვეზებზე.