ფლოიდმა ხაბიბის გამოწვევა მიიღო
ფლოიდმა ხაბიბის გამოწვევა მიიღო

გუშინ, UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაუმარცხებელი ფლოიდ მეივეზერი გამოიწვია.

„ორი დაუმარხებელი ერთმანეთის წინააღგმდეგ. ტყეში მხოლოდ ერთი მეფე შეიძლება იყოს, მოდი ვიჩხუბოთ.“- ამბობს ნურმაგომედოვი ვიდეოში.

 

 

View this post on Instagram

 

Look who I ran into at tonight’s fights in Russia.

A post shared by Leonard Ellerbe (@leonardellerbe) on

მეივეზერმა ხაბიბს „ინსტაგრამზევე“ უპასუხა.

„CBS, Showtime და MGM Grand – მოამზადეთ ჩეკები! შედით ლეონარდ ელერბის გვერდზე და იხილეთ ხაბიბის გამოწვევა. მოდით, ვეგასი კვლავ დიდებული გავხადოთ.“

UFC-ის ვარსკვლავის მხრიდან გამოწვევის მიღება მეივეზერისთვის სიახლე არაა. ერთი წლის წინ, 2017 წლის 26 აგვისტოს, მან კონორ მაკგრეგორი დაამარცხა.

ამ ეტაპზე არც ნურმაგომედოვს და არც მეივეზერს არ უთქვამთ, თუ რომელი საბრძოლო სახეობის წესებით შედგება მათი დაპირისპირება.