პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელ ფლოიდ მეივეზერს კანონთან პრობლემები აქვს. ამერიკელი მოკრივის საქმეზე აპრილში სასამართლო მოსმენა უნდა გაიმართოს.
კერძოდ, მეივეზერს ყოფილი საცოლის, შანტელ ჯექსონის მიმართ ძალადობას ედავებიან. მსახიობი მოკრივეს ფიზიკურ ძალადობაში, აგრეთვე, ხელშეუხებლობის ხელშეკრულების დარღვევაში ადაშანაულებს.
თავის მხრივ, მეივეზერმა საპასუხო სარჩელი შეიტანა ჯექსონზე, რომელშიც გოგონას ადანაშაულებს მისი საკრედიტო ბარათის გამოყენებასა და ქონების განიავებაში.
აღვნიშნავთ, რომ მოკრივე 2011 წელს სამი თვე იყო პატიმრობაში თავისი შვილების დედის, ჯოზი ჰარისის ცემისთვის, მაგრამ, ამჯერად, ფლოიდს უფრო მკაცრი სასჯელი ელოდება.