ფლოიდ მეივეზერმა 18-მილიონიანი საათი გვაჩვენა
ფლოიდ მეივეზერმა 18-მილიონიანი საათი გვაჩვენა

პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელმა ფლოიდ მეივეზერმა (50-0, 27 KO) „ინსტაგრამში“ საკუთარი საათების კოლექცია აჩვენა საკუთარ თაყვანისმცემლებს.

ვიდეოზე ჩანს 41 საათი. მოკრივის თქმით, მათგან ყველაზე ძვირი 18 მილიონი დოლარი ღირს.

ასევე მეივეზერმა აღნიშნა, რომ თუ შვებულებაში 30 დღით მიდის, თან მიაქვს 30 საათი. ხოლო თუ დასვენება კიდევ რამდენიმე დღით გრძელდება, ამ შემთხვევისთვის არის დამატებით 10 საათი. თავის ძვირადღირებულ აქსესუარებს ამერიკელი ლითონის ჩემოდნებში ინახავს.