ამერიკელმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო საკალათბურთო მატჩში, საიდანაც შემოსული თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ ფონდში გადაირიცხა.
პროფესიულ რიგზე დაუმარცხებელმა ამერიკელმა ვერ შეძლო საკუთარი ფარის დაცვა სტრიტბოლის ლეგენდარული მოთამაშისგან, ბოუნ კოლექტორისგან. ფლოიდმა სცადა შეტევის შეჩერება, მაგრამ შეეჯახა მოწინააღმდეგეს და დაეცა. ეს იყო მეივეზერის პირველი ნოკდაუნი კარიერაში, რომელსაც ლეგენდარული მოკრივე სიცილით შეხვდა.
42 წლის მეივეზერს 50 ბრძოლა ჰქონდა პროფესიულ კარიერაში და ყველა მოიგო.