პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელი ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი კრივში ჩინეთის ნაკრების სპეციალური კონსულტანტი გახდა.
ამის შესახებ დაწერა ჩინეთის კრივის ფედერაციამ. განცხადებაში წერია, რომ „მეივეზერი აპირებს გამოიყენოს მისთვის ხელმისაწვდომი გავლენა და რესურსი, რათა დაეხმაროს ჩინეთის ნაკრებს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე მაღალი შედეგის მიღწევაში“.
ჩინეთმა კრივში პირველი ოლიმპიური მედალი 2004 წელს ათენში მოიპოვა. მაშინ ბრინჯაოს მედალი აიღო ზოუ შიმინგმა. რიოს ოლიმპიადაზე ჩინელმა მოკრივეებმა ოთხი მედალი დაისაკუთრეს.
ფლოიდ მეივეზერმა პროფესიული კარიერისას 50 ბრძოლაში 50 გამარჯვება მოიპოვა და ხუთ წონით კატეგორიაში იყო ჩემპიონი. მოყვარულის რანგში, მეივეზერი 1996 წლის ატლანტას ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი იყო 57 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.