ფინეთის პრემიერ-მინისტრი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, გვინდა სისტემა, რომელშიც შეგვიძლია მშვიდობის შენება და არ ვიყენებთ თავდასხმას
უკრაინაში ომი არ არის მხოლოდ ევროპული თემა, ეს არის მსოფლიო თემა, რადგან ღირებულებების ომია, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე, „გეოპოლიტიკური ევროპის დაბადება“ გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს.
„ავტორიტარული ქვეყნები თავს წამოყოფენ წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ და ეს საყოველთაო პრობლემაა. რუსეთი როდესაც უკრაინას თავს დაესხა, ამან დაარღვია ყველა წესი, შეთანხმება, რომელიც მანამდე პატივსაცემი იყო. ეს არის პრობლემა, რადგან უკრაინა თუ არ გაიმარჯვებს და ჩვენ არ ვიქნებით ერთგული ჩვენი ღირებულებების, საერთაშორისო წესრიგის, ათეული წლების განმავლობაში ვიხილავთ მსგავს ქცევას. ვფიქრობ, ეს უფრო დიდი საკითხია, ვიდრე უბრალოდ უკრაინის, ევროპის ან მსოფლიოს თემა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს. უნდა შევინარჩუნოთ სისტემა, რომელიც ყველამ ერთად შევქმენით, რომელსაც ჰქონდა თავისი მიზანი. ეს სისტემა იყო დარღვეული. გვინდა სისტემა, რომელშიც შეგვიძლია მოლაპარაკება, მშვიდობის შენება, სადაც არ ვიყენებთ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალადობას ან, უფრო უარესი, თავდასხმას“, – განაცხადა სანა მარინიმ.