ფინეთის პრემიერ-მინისტრის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი უარყოფითია
ფინეთის პრემიერ-მინისტრის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი უარყოფითია

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

პრემიერ-მინისტრმა ნარკოლოგიური ტესტი წვეულების შემდეგ გაიკეთა.

სანა მარინის გარშემო სკანადალი მას შემდეგ აგორდა, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ის ფინელ დეპუტატებთან და პოპ ვარსკვლავებთან ერთად ცეკვავს კერძო სახლში გამართულ წვეულებაზე. ვიდეოში ისმის საუბარი, სადაც სავარაუდოდ ნახსენებია კოკაინი. თავად 36 წლის მარინი ამბობდა, რომ უკანონო არაფერი გაუკეთებია, თუმცა, რადგანაც ფინელი პოლიტიკოსების ნაწილი მოითხოვდა, რომ მას ნარკოტიკებზე ტესტი გაეკეთებინა, ის ასეც მოიქცა.