სანა მარინი უკრაინაში ჩავიდა
სანა მარინი უკრაინაში ჩავიდა

ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი უკრაინაში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

მედიის ცნობით, სანა მარინი ასევე დაესწრო ბახმუტთან ბრძოლაში დაღუპული „და ვინჩის“ მეტსახელით ცნობილი უკრაინელი მეთაურის, დიმიტრი კოცუბაილოს დაკრძალვის ცერემონიალს წმინდა მიქაელის ტაძარში.

უკრაინაში სანა მარინის ეს უკვე რიგით მეორე ვიზიტია.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ფინეთი უკრაინას დამატებით 29 მილიონი ევროს ოდენობით ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. გარდა ამისა, 2023 წლისთვის ქვეყანას დარეზერვებული აქვს 37 მილიონი ევრო უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც განვითარების სფეროს მოხმარდება.