ფილმი „შინდისი“ აშშ-ში პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს
ქართული ფილმი „შინდისი“ აშშ-ის პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. სანტა ბარბარას ფესტივალზე, რომელიც შტატებში რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს, ფილმის პირველი ჩვენება 21 იანვარს შედგა. მორიგი ჩვენებები დაგეგმილია დღეს და ხვალ.
ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა ფესტივალის ფარგლებში ჩაატარა მასტერკლასებიც.
ფილმი საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი. წელს კინოფესტივალის ჟიურის წევრები და საპატიო სტუმრები იქნებიან: მარტინ სკორსეზე, ბრედ პიტი, ლაურა დერნი და რენე ზელვეგერი, რომლებსაც სპეციალურ ჯილდოსაც გადასცემენ კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
კონკურსი 2020 წლის 15 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
გარდა ამისა, „შინდისი“ 2020 წელს ნაჩვენები იქნება ესპანეთის, იტალიის, ბელგიის, ჰოლანდიისა და ჩინეთის კინოფესტივალებზე.