ფილიპინებზე ტროპიკულ შტორმ „მეგის“ 167 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ფილიპინებზე ტროპიკულ შტორმ „მეგის“ 167 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ტროპიკული შტორმი „მეგი“ ფილიპინებს გასულ კვირას დაატყდა თავს. შტორმის სიჩქარე საათში 65 კილომეტრს აღწევდა. შტორმმა კუნძულოვანი სახელმწიფოს ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში მეწყერი და წყალდიდობები გამოიწვია.
ფილიპინების საგანგებო მდგომარეობის სააგენტოს მიხედვით გარდაცვლილია სულ მცირე 167 ადამიანი. დაკარგულად ითვლება 110. საერთო ჯამში ტროპიკული შტორმით გამოწვეული მეწყერის და წყალდიდობების შედეგად დაზარალდა 1,9 მილიონი ადამიანი. ცენტრალური და სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებთა უმეტესობას საკუთარი სახლების მიტოვება და თავშესაფრებში გადასვლა მოუწიათ.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ოთხი თვის წინ ფილიპინებს სუპერ ტაიფუნი „რაი“ დაატყდა თავს, რომლის შედეგადაც 375 ადამიანი გარდაიცვალა და 500 ათასზე მეტი დაზარალდა.